08 დეკემბერი 2019,   02:11
ვრცლად
მიხეილ კალანდიას სურვილია, რომ გაიხსნას სასამართლო სხდომები - ადვოკატი

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდა. კალანდიას ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ ჩვენებებზე, რომელიც მათივე განმარტებით, ირიბია, საქმეში არსებული მტკიცებულებები კი კალანდიას ბრალეულობას არ ადასტურებს. ადვოკატებმა ასევე სხდომების გახსნაც მოითხოვეს.

„მიხეილ კალანდას სურვილი არის, რომ მისი სასამართლო სხდომები საჯაროდ იქნას განხილული, სწორედ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. ის მზად არის, რომ საზოგადოებას ღიად, სასამართლო სხდომაზე იქნას განხილული მისი საქმე. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მას დასამალი საზოგადოებასთან არაფერი აქვს და პირიქით, მისი სურვილია, რომ გაიხსნას სასამართლო სხდომები. სასამართლომ განიხილა ჩვენი შუამდგომლობა, თუმცა ამ ეტაპზე, ვინაიდან, შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ დახურულ რეჟიმში თქვა, ჩვენს შემთხვევაშიც, დახურულ რეჟიმში მოისმენს,“ - აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი.

პროკურორი, მირიან მეგრელიშვილი პროცესის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას აკეთებს.

„საქმე იმაში გახლავთ, რომ პროცესის დახურვა არ ყოფილა რომელიმე მხარის სურვილი, ეს იყო სამართლებრივი მოცემულობა და სამართლებრივი მოცემულობა გახლდათ საქმეში მონაწილე არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა გახმაურებისაგან,“ - აცხადებს პროკურორი.

მიხეილ კალანდია გამოძიებამ დათუნა სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის საქმეზე რამდენიმე თვის წინ დააკავა. სასამართლო სხდომები მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. 

დღის ამბები