06 დეკემბერი 2019,   22:31
ვრცლად
ამერიკული მხარე სარაკეტო შეთანხმების მესაფლავე გახდა - სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვაშინგტონს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სერიოზული დარტყმის მიყენებაში ადანაშაულებს. ასე შეაფასა სერგეი ლავროვის მოადგილემ სარაკეტო შეთანხმებიდან შეერთებული შტატების ოფიციალურად გასვლა. სერგეი რიაბკოვის თქმით, სწორედ ამერიკული მხარე გახდა შეთანხმების მესაფლავე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმითვე, მოსკოვი მზადაა, შესაბამისი თავდაცვის ზომების მისაღებად, თუმცა რუსეთი ევროპაში რაკეტებს მანამდე არ განალაგებს, ვიდრე ანალოგიურ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები არ მიიღებს.

დღის ამბები