06 დეკემბერი 2019,   15:23
ვრცლად
კონკრეტული არგუმენტები უნდა იყოს - კობახიძე შესაძლო კორუფციის საკითხზე "გამჭირვალობისგან" დამატებით ინფორმაციას ითხოვს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსაან“ კონკრეტულ არგუმენტებს ითხოვს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის საკმარისი არ არის ის ანგარიში, რომელიც 26 მაისის ხარჯებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. საუბარია დოკუმენტზე, სადაც ნათქვამია, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე 7 მილიონი დაიხარჯა და აქედან 97%-ის შემთხვევაში ტენდერი არ გამოცხადებულა, რაც ნეპოტიზმის და კორუფციის ეჭვს აჩენს.

ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ უფრო კონკრეტული არგუმენტები უნდა წარმოადგინოს და თუ კი სადმე არსებობს სამართალდარღვევის ნიშნები, მაშინ ამ ფაქტებით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

 „არსებობს კანონმდებლობა შესყიდვების შესახებ, მათ შორის დაშვებულია პირდაპირი წესითაც შესყიდვების განხორციელება. აქედან გამომდინარე, იქ დეტალებში თუ არ ჩავიხედეთ და თუ არ დადგინდა რაიმე ტიპის სამართალდარღვევა, თუ ასეთი არსებობს, რაიმე ტიპის კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქედან გამომდინარე, არგუმენტები უნდა იყოს კონკრეტული. თუ სადმე არის სამართალდარღვევის ნიშნების, ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ზომები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები