12 დეკემბერი 2019,   04:48
ვრცლად
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - "ოცნების" წევრთა ნაწილის აზრით, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებას პრობლემა შეექმნას

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას პრობლემები შეუქმნას.

"ქართული ოცნების" წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ცვლილებებზე მსჯელობა დასრულებული არ არის და აზრთა სხვადასხვაობა გუნდშიც არსებობს. 

„აზრის გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, ძალიან მაღალი სტანდარტია დადგენილი. მცდელობაა, რომ რამენაირად ძალიან კეთილშობილური მიზნებისთვის ეს დავარეგულიროთ, ჩემი აზრით, იქნება გაუარესება ამ სტანდარტის ვიდრე გაუმჯობესება,  ამიტომ ამ საკითხებს ფრთხილად მოვეკიდებოდი, არ მინდა, ისე წარმოჩინდეს ეს საკითხი, რომ გადაწყვეტილი პოზიციაა უმრავლესობის, პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელზეც  გუნდის შიგნითაც მიმდინარეობს განხილვები, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც მაქვს პოზიცია, რომ  ამ საკითხს არ უნდა შევეხოთ,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

დღის ამბები