10 აპრილი 2020,   08:05
ვრცლად
მენაშენეები „შენი სახლის“ წინააღმდეგ - მოქალაქეების მტკიცებით, მათი კუთვნილი ბინები კომპანიამ სხვა პირებზე გაყიდა

სამშენებლო კომპანია „შენი სახლის" მიერ მოტყუებული მოქალაქეები საცხოვრებელ ფართებს ან ფულად კომპენსაციას ითხოვენ. დაზარალებულები აცახდებენ, რომ ისინი კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ზაურ გოგიტიძემ მოატყუა და მოსახლეობასთან შიდა ხელშეკრულებით გაფორმებული ფართები სხვა პირებზე რამდენჯერმე გაყიდა.

შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოფიციალური მონაცემებით, დღეისთვის დაზარალებულად 10-მდე ოჯახი ითვლება, თუმცა შესაძლოა, ციფრი გაიზარდოს. მოსახლეობა პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი, მედეა ვასაძე. 

„ახლა აღმოვაჩინე, რომ ეს ბინა იყო გაყიდული სხვა ადამიანზე, სხვა პირზე. ამ წელს აღმოვაჩინე. მანამდე მშენებლობები შეჩერდა, მეც შევაჩერე ავტომატურად გადახდები და ახლა გამოდის, რომ კომპანია მე ბინას ვერ მაძლევს და მე გამოვდივარ საერთოდ ჰაერში. ამაზე პასუხი არავის აქვს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

თავს დაზარალებულად მიიჩნევს კომპანიის ახალი მენეჯმენტი და სასამართლოში ჩივილს გეგმავენ. 

დღის ამბები