30 მარტი 2020,   23:46
ვრცლად
"არის ცვლილებები, რომელზეც გვექნება ჩვენი პრაქტიკული მოსაზრებები" - თამარ ჟვანია

ახალი საარჩევნო კოდექსი - მიმდინარე კონსულტაციებში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც მონაწილეობს. მისი განცხადებით, პოლიტიკურ კონტექსტში საკითხის განხილვას არ აპირებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადმინისტრაციას კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუარი მოსაზრება ექნება. 

"ადამიანის უფლების რანგში შშმ პირებს რომ უფრო მეტი საშუალება მიეცეთ, როგორც დროებითი ზომა, ერთ-ერთი ჩვენი ცვლილებაა წარმოდგენილი ამ პაკეტში, რომ მათ ჰქონდეთ საშუალებამ დამოუკიდებლად მისცენ ხმა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. ცხადია სხვა რეკომენდაციები, რომელსაც მივესალმებით, მაგალითადმ სიძულვილის ენის შეზღუდვას, რომელიც კამპანიის წესების დარღვევის რანგში არის აქ წარმოდგენილი. ასევემ ასეთი ცვლილებაა წარმოდგენილი, რომელიც ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, როცა უბნის პერიმეტრს ეხება და 25 მეტრიან დისტანციას, სადაც აკრძალული იქნება საარჩევნო -სააგიტაციო მასალის გამოფენა და ესეც საარჩევნო ადმინისტრაციის გასაკეთებელი იქნება. არის ცვლილებები, რომელზეც ჩვენ გვექნება ჩვენი პრაქტიკული მოსაზრებები,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები