06 დეკემბერი 2019,   14:47
ვრცლად
სარკინიგზო გვირაბის გაფიცულ თანამშრომლებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

სარკინიგზო გვირაბის გაფიცულ თანამშრომლებსა და დამსაქმებელს შორის რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მუშები რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისგან“ დღიური ხელფასის 10 ლარით გაზრდას ითხოვენ. მუშები უსაფრთხოების წესების დაცვის პრობლემასა და მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ თუ ჩინური კომპანია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი გვირაბს გადაკეტავენ და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არც იმ მუშებს მისცემენ, რომლებიც დამსაქმებელმა ჩინეთიდან ჩამოიყვანა.

„ჩვენი მოლაპარაკება, რაც იყო, არ დათანხმდნენ. არანაირ თანხმობაზე არ წამოვიდნენ და ისევ, ხვალიდან ვაგრძელებთ აქციებს, სანამ დათმობაზე არ წამოვლენ. მოთხოვნა გვაქვს, 30 ლარი დღიურად, რასაც ვიმუშავებთ, გადაგვიხადონ ის 30 ლარი,“ - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა.

დღის ამბები