06 დეკემბერი 2019,   15:05
ვრცლად
ქობულეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები იყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა, თუმცა ძლიერი ტალღების გამო, უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მაშველებმა სანაპიროზე მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს და მამაკაცის ძებნა დაიწყეს და წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღეს შავ ზღვაზე ძლიერი შტორმია. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ისინი დამსვენებლებს ზღვაში ბანაობას უკრძალავენ და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

დღის ამბები