12 დეკემბერი 2019,   04:55
ვრცლად
რუსეთში სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია

რუსეთში სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა კრასნოიარსკის ოლქში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ საწყობში, სადაც საბრძოლო მასალა ინახებოდა, ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი აფეთქება მოხდა. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.

მომხდარის შემდეგ სამი დასახლებიდან ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა., სერგეი შოიგუმ ადგილზე, სპეციალისტებთან ერთად, თავისი მოადგილეც გაგზავნა.

დღის ამბები