06 დეკემბერი 2019,   14:44
ვრცლად
26 მაისის ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები - "გამჭვირვალობამ" დასკვნა მოამზადა  

ბიუჯეტიდან გახარჯული მილიონები - 26 მაისის ღონისძიებების წინ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამინისტროებს უფლება მისცა, გაეფორმებინათ საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებისთვის კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომელსაც თავად შეარჩევდნენ და არ გამოეცხადებინათ ტენდერი. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტენდერის შემთხვევაში ფული იზოგება და კონკურსის დროს კომპანიები ფასებს ამცირებენ. ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობამ ამ გზას გვერდი აურა და, სავარაუდოდ, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში ხალხს მილიონი ლარით მეტი დაუჯდა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ უწყებების 97%-ს ტენდერი არ გამოუცხადებია და საზეიმო ღონისძიებებში თანხა პირდაპირ დახარჯა.

26 მაისის ღონისძიებებში გადახდილი კოლოსალური თანხის შემდეგ ერთ-ერთი სახელმწიფო სიპის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ანა რიაბიშენკოკურიერთან“ ამბობს, რომ დავალება კულტურის სამინისტროსგან მიიღო, თუმცა ვითარება იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ პასუხისმგებლობას გადარიცხულ თანხებზე ვერ აიღებდა.

„შეაჩერე კორუფციაში“ ამბობენ, რომ სახეზეა ხალხის ფულის ფლანგვა, რადგან მთავრობამ წინასწარ იცის, რომ ყოველ წელს 26 მაისი დგება და თუ მზადება ადრე დაიწყება, ეს ყველაფერი უფრო იაფი დაჯდება.

კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გამარტივებული გზით შესყიდვები და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული გადარიცხვები საბიუჯეტო თანხების მითვისების ყველაზე მარტივი საშუალებაა.

„გამჭვირვალობა საქართველოს“ დასკვნაში წერია, რომ 26 მაისის ღონისძიებებისთვის საქართველოს მთავრობამ 17 კომპანია დაიქირავა და ყველა უტენდეროდ. 

დღის ამბები