06 დეკემბერი 2019,   14:48
ვრცლად
„რუსთავი 2-ის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა

„რუსთავი 2-ის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.

როგორც თამთა მურადაშვილი აცხადებს, მას მეილზე დღეს შუადღისას შეტყობინება მიუვიდა, სადაც ეწერა, რომ მას სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. იურისტი ამბობს, რომ შეტყობინებაში მითითებულია, რომ მას ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე ათავისუფლებენ, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს დარღვევა, ამის შესახებ შეტყობინებაში არაფერი წერია.

თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ ეს დასაწყისია იმისა, რომ მომავალში ზეწოლა უკვე ჟურნალისტებზე განხორციელდება, მათ კი იურისტი არ ეყოლებათ, რათა დახმარებისთვის მიმართონ.

თამთა მურადაშვილი-ის სურათის შედეგი

„პარასკევს, 2 აგვისტოს, ჩემსა და პაატა სალიას შორის შედგა საუბარი, საუბარი იყო არასასიამოვნო იმ კუთხით, რომ ის, პრაქტიკულად, მაიძულებდა, რომ წავსულიყავი სამსახურიდან. მე ვითხოვდი შვებულებას. შევთანხმდით ამაზე, რომ შვებულებაში გავიდოდი დღეიდან, ანუ 5 აგვისტოდან, თუმცა დღეს, შუადღით ვიღებ HR ხელმძღვანელისგან e-mail შეტყობინებას, რომლითაც მეცნობა, რომ პაატა სალიამ არ დააკმაყოფილა ჩემი შვებულების მოთხოვნა და პლუს, გამათავისუფლა სამსახურიდან. ჩავიბარე შეტყობინება დღეს ხელზე თუ რა საფუძვლებით მიშვებენ სამსახურიდან. მითითებულია, რომ დავარღვიე ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები და ხელშეკრულების დარღვევის გამო მიშვებენ სამსახურიდან, თუმცა არ არის მითითებული, რა დავარღვიე, კონკრეტულად, რაში გამოიხატა ჩემი მხრიდან დარღვევა. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ეს არის რომ, ჟურნალისტები, ალბათ, იქნებიან უფრო საფრთხის ქვეშ იმიტომ, რომ მათ არ ეყოლებათ იურისტი, რომელსაც მიმართავენ და საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებენ. მე ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი იმ ზეწოლისა, რაც შეიძლება განხორციელდეს ჟურნალისტებზე,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორმა სამსახურიდან იურისტის, თამთა მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. პაატა სალია ამბობს, რომ მურადაშვილმა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები დაარღვია.

პაატა სალია-ის სურათის შედეგი

„თამთას შვებულებაზე დასტური მე არ მიმიცია. თამთამ წარმომიდგინა დოკუმენტი, რომლითაც, თითქოს, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა მას შვებულებაში, რაზეც მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და, შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო და მე ამაზე პასუხს გავცემდი. არ არის სიმართლე, რომ, თითქოს, ის ჩემთან იყო შეთანხმებული. მეორე რაც შეეხება, არსებობდა გათავისუფლების საფუძველი, მე მითითებული მაქვს შეტყობინებაში, რომელიც მას გაეგზავნა, ის ნორმები, რომელიც დაარღვია, შესაბამისად, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, იურისტია და თვითონ იცის, რა ზომებს უნდა მიმართოს. თუ მას აქვს პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოში გავცემთ პასუხს,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

 

დღის ამბები