21 ოქტომბერი 2019,   17:57
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ექსპერტები მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - მთავრობის პასუხისმგებლობასა და გატარებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ექსპერტები საუბრობენ.

მათი შეფასებით, გაუფასურებული ლარის კურსი ზიანს აყენებს, როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს. ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტთა განცხადებით, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები, ისევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმები,რომელიც პირდაპირ ასახვას ჰპოვებს, ბიზნესზეც საზოგადოებაზეც, აქტივებზეც ფასზეც, ამაზე პასუხიმგებლობა ბუნებრივია ეკისრება მთლიან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოცემულობას, რადგნ ვხედავთ ლარის კურსის გაუფასურების ციკლს,"-ამბობს ეკონომისტი რატი აბულაძე. 

”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე ხელისუფლების უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ფასების მომატება მყისიერი ფაქტორი არ იქნება, მაგრამ თუ ასეთი პოლიტიკა ხანგრძლივად გაგრძელდება ფასები საგრძნობლად გაიზრდება. 

დღის ამბები