08 აპრილი 2020,   03:23
ვრცლად
ეს არის "ოცების" საგარეო პოლიტიკის შედეგი - ოპოზიცია ბიბილოვის განცხადებას ეხმაურება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას თბილისში ეხმაურებიან. საუბარია ბიბილოვის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ რეგიონი რუსეთის შემადგენლობას უნდა შეუერთდეს. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მსგავსი გამოსვლები ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელების მხრიდან  მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, გააღრმავოს ანექსიის პროცესი. სალომე სამადაშვილი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„გააქტიურებული არის მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ გაღრმავდეს ანექსიის პროცესი და დაიწყოს მორიგჯერზე შეტევა საერთაშორისო აღიარების მოპოვების მიზნით, დამოუკიდებელი სტატუსის სამხრეთ ოსეთის. ამის პარალელურად დღევანდელი ხელისუფლება საქართველოში არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამას დაუპირისპიროს საკუთარი პოლიტიკა და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს გიორგი კანდელაკიც. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ "ოცნების" უმოქმედობის გამო საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხი მოხსნილია და არც ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი აღარ არის.

გიორგი კანდელაკი-ის სურათის შედეგი„ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან, უმაღლესი დონიდან, იმ დონიდან ე.ი. სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენი საკითხი მოხსნა. საიდან ვიცით ეს?! - ძალიან მარტივად შეგვიძლია გავზომოთ, როცა პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა ბოლო ორჯერ პუტინს, როცა კანცლერი მერკელი შეხვდა პუტინს, სახელმწიფო მდივან პომპეოს შეხვედრაზე, საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონის შეხვედრაზე ამ დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხი ბოლო წლების განმავლობაში არ წამოჭრილა არც ერთხელ. აი, ეს არის "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის შედეგი,“  - განაცახდა გიორგი კანდელაკმა. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის აგრესიას საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდად გამოცხადებას გეგმავს. ანატოლი ბიბილოვის თქმით, ისეთი მცირერიცხოვანი რესპუბლიკისთვის, როგორიც სამხრეთ ოსეთია, 500 გარდაცვლილი უკვე გენოციდის ტოლფასია. რუსეთ-საქართველოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე ბიბილოვი ისევ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები