08 აპრილი 2020,   03:00
ვრცლად
კვალი, რომლის წაშლას რუსი ოკუპანტები ცდილობენ - პოლიტოლოგი, დავით ბერიტაშვილი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს

პოლიტოლოგი დავით ბერიტაშვილი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. სატელიტური ფოტოების, გეოგრაფიული მონაცემების და ათასობით დევნილისგან მიღებული ინფორმაციის გაერთიანებით, მეცნიერი ოკუპანტების სისასტიკის და არაადამიანური ქცევის ფაქტებს ადასტურებს

პოლიტოლოგმა google-სა და NASA-ს საშუალებით, 2008 წლის რუსეთ -საქართვლოს ომამდე და ომის შემდგომი პერიოდის სატელიტური რუკები და ფოტოები ერთმანეთს შეადარა. შედეგად შექმნა პლატფორმა, საიდანაც კარგად ჩანს კვალი, რომლის წაშლასაც რუსი ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ.

ცხინვალი და თამარაშენი ერთმანეთის გვერდიგვერდაა. მათი 2007 და 2009 წლის სატელიტური ფოტოების ერმანეთთან შედარებით, კარგად ჩანს, რომ მიწასთან ომის დროს ცხინვალი არ განადგურდა, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, სამაგიეროდ, რუსებმა მიწასთან გაასწორეს ეთნიკური ქართველებით დასახლებული თამარაშენი.

ფაქტები ამტკიცებს, რომ არავითარი ცხინვალი მიწასთან არავის გაუსწორებია და ოკუპანტის აგრესიის პირდაპირი და მთავარი სამიზნე ქართული სოფლები იყო.

დავით ბერიტაშვილმა ცხინვალის რეგიონის 16 დიდი სოფელი აღრიცხა, სადაც ეთნიკური ქართველები დომინირებდნენ და რომლებიც რუსი ოკუპანტის ძირითადი სამიზნე იყო, ჯამში 16 000 ადამიანი. რუკების მეშვეობით, ერთი ხელის დაჭერით სახლების მესაკუთრეები პოვნა შეიძლება. 

დავით ბერიტაშვილი ამბობს, რომ მის მიერ შეგროვებული მასალა სტანდარტული სარჩელისთვის საერთაშორისო სასამართლოში საუკეთესო დასტურია, მათ შორის ჰააგაშიც. 

პოლიტოლოგმა სახლების გარდა, ზუსტი კოორდინატებით, რუსული სამხედრო ბაზებიც აღრიცხა, რომელიც 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოკოებივით გამრავლდა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოძევებულები ცხოვრებას დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში აგრძელებენ და 11 წელია, ამბობენ, რომ რუსეთთან ომი არც 2008-ში დაწყებულა და მით უმეტეს არც 8 აგვიტოს.   

დღის ამბები