10 აპრილი 2020,   06:03
ვრცლად
შეკითხვებზე პასუხები გასცა, რომ არ ახსოვს - პროკურორი ვატო წერეთლის გამოკითხვაზე საუბრობს

ვატო წერეთლის გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულებულია. პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მათ ვერ მიიღეს პასუხები დასმულ შეკითხვაზე და ვატო წერეთელი უმეტეს შემთხვევაში მათ ეუბნებოდა, რომ არ ახსოვს კონკრეტული დეტალები.

„ვატო წერეთელი სოციალურ მედიაში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს თუ რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე პასუხები გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი.

ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა ‘სამგორი ემის“ და ‘სამგორი ტრეიდის“ წილის მფლობელს, ეს, შეგახსენებთ, ის კომპანიები რომელზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით.

გამოძიებამ რა გაარკვია, დეტალურად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. შეხება ჰქონდა ამ კომპანიებთან, იყო ამ კომპანიების წილის მფლობელი, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები,“ - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

 

დღის ამბები