09 აპრილი 2020,   22:15
ვრცლად
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს ჩაბარდა

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს ჩაბარდა. გადაწყვეტილება ალმაზბეკ ატამბაევმა ძალოვანებთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.  გავრცელებული ცნობით ის მიშკეკის მიმართულებით წაიყვანეს.

ატამბაევის დაკავებას წინ  მის რეზიდენციაზე მესამე შტორმის მცდელობა უძღოდა. ყოფილი პრეზიდენტის დაკავების სპეცოპერაცია ყირგიზეთში გუშინ საღამოს დაიწყო. შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

არეულობის შემდეგ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 6 მუხლით აღძრა. ატამბაევს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, ასევე შემოსავლების დამალვასა და კორუფციულ გარიგებებს ედავებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები