21 ოქტომბერი 2019,   17:57
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 1 დოლარის ფასი კვლავ 3 ლარს უახლოვდება 

ეროვნული ვალუტის მორიგი გაუფასურება - სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2.95 ნიშნულს მიაღწია. გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. აქ ერთი დოლარის ღირებულება თითქმის 3 ლარს აღწევს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობენ, რომელიც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. არსებული ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაახლოებით 2 მილიონი ასესხა, რითაც ლარის გაუფასურებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო.

სპეციალისტები ლარის დევალვაციის პირობებში მთავარი საფინანსო უწყების მხრიდან ამგვარ ქმედებებს დაუშვებლად მიიჩნევენ. ფინანსტისტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ზრდის, მის საკუთარ საქმისადმი შიშზე მეტყველებს.

„ ყველა ნიშანია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა ასწიოს რეფინანსირების განაკვეთი. როცა არ ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, მაშინ, როცა აშკარად დიდი აპეტიტი აქვთ კომერციულ ბანკებს, რომ მეტი ფული წამოიღონ  ეროვნული ბანკიდან, ეს აჩვენებს იმას, რომ ეროვნულ ბანკს ეშინია თავის საქმე გააკეთოს, რაც თავისთავად ლარსაც აუფასურებს და კიდევ უფრო დაასწრაფებს ფასების ზრდას და ინფლაციას,“- განაცხადა ბედინეიშვილმა.

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმდჯომარე, გიორგი კეპულაძე კვლავ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ ინტერვენციებით ლარის კურსს ვერ გავამყარებთ  საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ახლა, რომ პასუხი9სმებლობის ტვირთის დიდი ნაწილი გადაიტანოს ეროვნულ ბანკზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეროვნული ბანკი გარკვეულწილად შესაძლებელია იყოს პასუხისმგებელი  გაცვლითი კურსის დინამიკაზე, თუმცა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გაცვლით კურსზე ეკისრება, რა თქმა უდნა, ქვეყნის მთავრობას და ის ამ პასუხისმგებლობას ვერაფრით ვერ გაექცევა,“- განაცხადა კეპულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები