21 ოქტომბერი 2019,   17:49
ვრცლად
ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოა - ეკა გიგაური ჩინოვნიკების ხელფასებისა და პრემიების ზრდაზე 

არასამთავრობო ორგანიზაციები  ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიების შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას ეკონომიკური კრიზისის მთავარ მიზეზად ასახელებს.

ეკა გიგაურს არასწორად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მთავარი დამსაქმებელი სახელმწიფო აპარატია და ის თანხა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს, ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის.

„ეს არის არასწორი, რომ ხელფასები იზრდება, სახელფასო ფონდი იზრდება, სწორია, რომ გაიზარდოს იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა ტიპის პროექტები, რაც  შექმნის დასაქმების ადგილებს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამინისტროები გაერთიანდა, მაინც საჯარო მოხელეების რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან დიდი და ფაქტიურად, იმის გამო რომ ეკონომიკა არ ვითარდება, მთავარი დამსაქმებელი არის სახელმწიფო აპარატი, რაც არის არასწორი და ასეთი ვითარება როდესაც არის და ასეთი დამოკიდებულება, ეს ცხადია, ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის წინსვლას არ შეუწყობს ხელს,“- განაცხადა გიგაურმა.

საქართველოს მთავრობამ ახალი რეკორდი მოხსნა. წელს საჯარო მოხელეების შენახვა ხალხს ყველაზე ძვირი დაუჯდა. დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. გრაფიკულ მონაცემებში კარგად ჩანს, რომ 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში, 507 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები