23 ოქტომბერი 2019,   15:48
ვრცლად
რა თქმა უნდა პარლამენტში გვექნება მსჯელობა - მათიკაშვილი მაღალჩინოსანთა ხელფასებსა და პრემიებზე 

აუდიტის სამსახურს მინდა მადლობა გადავუხადო ეფექტური საქმიანობისთვის - ეს კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. დავით მათიკაშვილს კომენტარის გაკეთება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ხაზინის მონაცემებზე მოუწია, რომელშიც მაღალჩინოსნების კოლოსალურ ხელფასებსა და პრემიების შესახებ არის საუბარი.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რომელიც დასკვნით ფორმატშია წარმოდგენილი. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი პარლამენტში მსჯელობის საგანი იქნება.

„მე აუდიტის სამსახურს მინდა მადლობა გადავუხადო ეფექტური საქმიანობისთვის. ყოველთვის არის ძალიან საინტერესო ის დასკვნები, რომელიც პარლამენტს წარმოედგინება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ამ საკითხზე, რომელიც იქნება დასკვნის ფორმატში, ჩვენ რა თქმა უნდა, პარლამენტში გვექნება მსჯელობა,“- განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ახალი რეკორდი მოხსნა. წელს საჯარო მოხელეების შენახვა ხალხს ყველაზე ძვირი დაუჯდა. დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. გრაფიკულ მონაცემებში კარგად ჩანს, რომ 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში, 507 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები