17 ნოემბერი 2019,   11:35
ვრცლად
დაანონსებული ახალი ტელევიზია და პირადი შურისძიება - ანალიტიკოსები გვარამიასთვის ბრალის წარდგენის მიზეზებზე საუბრობენ

პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც მიზნად ისახავდეს ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას - ასე აფასებენ ანალიტიკოსები ნიკა გვარამიასთვის ბრალის ფორსმაჟორში წარდგენას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმის დაჩქარებულ რეჟიმში გამოძიება და მისთვის ფორსმაჟორში ბრალის წარდგენა ბევრ კითხვას აჩენს. 

"დვალისა და აქიმიძის საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა ამასობაში, სანამ პროკურატურამ საბოლოო შედეგი დადო. ამ ფონზე, ასე ფორსმაჟორულად ნიკა გვარამიასა და "ინტერმედიას" საქმის გამოძიება, ბევრ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, არა იმაზე, რომ ეს არის მართლაც კეთილსინდისიერად  შესრულებული გამოძიება, არამედ აქაც არსებობს სხვაგვარი ინტერესი," - აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი.

​პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ  პროცესი შესაძლოა, კავშირში იყოს ახალი ტელევიზიის დაანონსებასთან. მისი თქმით, გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის მიზეზი შეიძლება განპირობებული იყოს იმ რთული ვითარებით, რომელშიც "რუსთავი 2-ის" ახალი ხელმძღვანელობა აღმოჩნდა. 

„თვითონ ხომ ვერ დაიბრალებენ, ვიღაცას ხომ უნდა შეაწმინდონ ხელი და ეს ვიღაც არის ნიკა გვარამია. ამით ხდება იმის პრევენციაც, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის გახსნა აქვს დაანონსებული და ამის პრევენციაა და არის პირადი მომენტი, ის საკმაოდ შეურაცხმყოფელად გამოდიოდა "ქართული ოცნების" ლიდერების მისამართით და შეიძლება ვენდეტის ელემენტიც არის ამ ყველაფერში,“ - ამბობს გია ხუხაშვილი. 

დღის ამბები