14 ნოემბერი 2019,   23:46
ვრცლად
„ეს არის პოლიტიკური პროცესი" - საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რეპრესიებზე საუბრობენ

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რეპრესიებზე საუბრობენ - მათი შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ დაწყებულ დევნას სამართალსა და კანონთან კავშირი არ აქვს და ეს მხოლოდ პოლიტიკური დევნაა. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროკურატურასთან ნიკა გვარამიასთვის მხარდასაჭერად მივიდნენ. 

„რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამ პროცესს აქვს ორი მიზანი, ერთი, რომ ივანიშვილმა იძიოს შური ნიკაზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო მისი ყველაზე დიდი მტერი, საშიში მტერი, პირადად უნდა მასზე შურისძიება და მეორეა ის, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემდეგ არ გაჩნდეს ახალი ტელევიზია,“ - ამბობს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე.

ბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, ეს არის პოლიტიკური ველის სრულად გათავისუფლება ოპონენტებისგან. შენგელია ამბობს, რომ სახეზეა პოლიტიკური რეპრესიები.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური საქმე და, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები,“ - ამბობს ბაჩანა შენგელია.

დღეს პროკურატურასთან იმყოფებოდნენ აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გააჩუმოს ყველა, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია. მათივე შეფასებით, ხელისუფლება ვაბანკზე მიდის, მაგრამ ასეთი სუსტი მმართველი გუნდი ამ ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები