20 იანვარი 2020,   19:38
ვრცლად
ჩინეთში სუპერ ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

ჩინეთში სუპერ ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. სტიქია აღმოსავლეთ რეგიონს დაატყდა თავს, სადაც მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიის ზონიდან ორ მილიონამდე ადამიანი გამოიყვანეს.

რეგიონში გადაუღებლად წვიმს, დატბორილია ქუჩები. ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევს. სამ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეწყდა საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო მომისვლა.

მოსახლეობას ქუჩებში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დღის ამბები