31 მარტი 2020,   00:26
ვრცლად
სოფელ ხურვალეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია  მიმდინარეობს. აქცია აფხაზეთის მთავრობის და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

დღეს ე.წ საზღვრისპირას მცხოვრებ მოსახლეობას 20 სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის ექიმი მოემსახურება.

„მოგეხსენებათ, ეს მოსახლეობა მუდმივ რეჟიმში მორალური სტრესის და მძიმე პირობებში იმყოფება და აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი ყველა დარგი, ასევე, ურიგდებათ მედიკამენტები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის დახმარებით“, - განაცხადა ქეთევან ბაკარაძე.

დღის ამბები