30 მარტი 2020,   23:19
ვრცლად
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოსთან მივიდა

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა. დღეს სასამართლომ "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

თუმცა, ნიკა გვარამიამ გუშინ პროკურატურაში ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ ის გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები