30 მარტი 2020,   23:24
ვრცლად
მე მოვედი გუშინ განსხვავებული შარვლით და დღეს ზუსტად ეგეთია საქართველოს პროკურატურა - ნიკა გვარამია

„მე მოვედი გუშინ განსხვავებული შარვლით და დღეს ზუსტად ეგეთია საქართველოს პროკურატურა“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან მისვლის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ის გირაოს თანხას არ გადაიხდის. 

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოსთან მივიდა. დღეს სასამართლომ "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

თუმცა, ნიკა გვარამიამ გუშინ პროკურატურაში ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ ის გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები