24 იანვარი 2020,   01:06
ვრცლად
ჩემი უდანაშაულობის გამო, მე დღეს მოვითხოვ დავრჩე აღკვეთის ღონისძიების გარეშე - ნიკა გვარამია

„ჩემი უდანაშაულობის გამო, მე დღე მოვითხოვ დავრჩე აღკვეთის ღონისძიების გარეშე“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა. "რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი საქალაქო სასამართლოსთან მივიდა. დღეს სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.

„რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს, იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს. მოსამართლესაც არ აქვს თეორიულად, ამის უფლება, მაგრამ ვნახოთ... ქვეყნიდან გასვლის მოთხოვნაზე შემოტანილი განცხადბა არის კიდევ ერთი დარტყმა ჩემი ახალი მედიის მომავალზე იმიტომ, რომ ქვეყნით გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში უნდა იყვნენ პარტიონები, მაგალითად, ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში, იციან ჩემი ვოიაჟები იგივე უკრაინაში, იგივე ლონდონში და ზუსტად ამას ემსახურება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, საკმარისი მტკიცებულება აქვს, რომ საქმე შეკერილია.

„საერთოდ, რატომ შემოიტანა გირაო, ეს არავინ არ იცის, როდესაც ბრალდებული ამბობს, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, პროკურატურა ვალდებულია, თუ მას სჭირდება აღკვეთის ღონისძიება, ისეთი აღკვეთის ღონისძიება შემოიტანოს, რომელიც უზრუნველყოფს მის მიზნებს, ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი - პატიმრობა... ბიძინა ივანიშვილის დამარცხებების სერია დაიწყო და ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე“, - ამბობს გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები