08 აპრილი 2020,   02:15
ვრცლად
მეკითხებით, გადმოგეცათ თუ არა საქმის მასალები სრულად, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ დადებითი პასუხით - საძაგლიშვილი მოსამართლეს მიმართავს

„თქვენ რომ მეკითხებით, გადმოგეცათ თუ არა საქმის მასალები სრულად, მე ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ დადებითი პასუხით,“ - ეს განცხადება ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.

დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გადაცემულ მასალებში გარკვევა ვერ მოახერხა, რადგან აღწერა არასრულყოფილია და ტომების ნაწილი დანომრილი არ არის. 

„თქვენ რომ მეკითხებით, გადმოგეცათ თუ არა საქმის მასალები სრულად, მე ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ დადებითი პასუხით, რატომ, იმიტომ, რომ არ ვიცი, მაგალითად, მეექვსე ტომში საქმის ფურცელზე რა არის, რომელ ფურცელზე იწყება ეს და საერთოდ რა ინფორმაციისგან შედგება“, - განაცხადა ადვოკატმა.  

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

 

დღის ამბები