07 აპრილი 2020,   17:34
ვრცლად
ეს არ უქნია არავის, ეს შევარდნაძეს არ უქნია - ლევან ბერძენიშვილი გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე

„ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აქცია პაიკების ქვეყნად“, - ეს განცხადება "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.

ბერძენიშვილი საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესს ეხმაურება, სადაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

„აბსოლუტურად ყველას გვესმის, რომ ეს არის ყალბი ბრალდება, რომ ეს არის ყალბი პროკურატურა, რომ ეს არის ყალბი სასამართლო. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ მოსამართლე კერატიშვილი, რომელმაც თავი გამოიჩინა მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაპატიმრებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მორჩილი და პაიკი მოსამართლე, რომელსაც სადაც უნდა, იქ გაწევენ ხოლმე და ძალიან ცუდად მენიშნა მისი დანიშვნა, ის ყველაფერზე წავა, რასაც უბრძანებს, ალბათ, პროკურატურა," - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, პოლიტიკური დევნა ემსახურება იმას, რომ ახალი ტელევიზია არ შეიქმნას.

ის ასევე, ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცნობიერებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არასწორია.

"იციან, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი ხელიდან შემოეცლებათ და ასეთი საშუალება მათ არ ექნებათ, რომ მედიასთან ასეთი ტიპის ომები გამართონ, ეს არ უქნია არავის, ეს შევარდნაძეს არ უქნია, ეს წითელი ხაზის გადაკვეთა არ არის, ეს ყველაფერი დამთავრდება, ალბათ, რომელიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები