21 იანვარი 2020,   21:35
ვრცლად
კიდევ უფრო გააფთრებული გახდა ბიძინა ივანიშვილი და გადაწყვიტა, სასწრაფოდ ნიკა გვარამიას განეიტრალება - უდუმაშვილი

ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზალიკო უდუმაშვილი კრიტიკულად აფასებს. უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესს და წარდგენილ ბრალს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

უდუმაშვილი ამბობს, რომ დიპლომატიური კორპუსი „რუსთავი 2-ს“ მუდმივად მხარში ედგა. რაც შეეხება, გვარამიასთვის ბრალის წარდგენას, უდუმაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი აღშფოთდა სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ ახალი ტელეკომპანიის შექმნის იდეას და ამიტომ დაიწყო გამოძიება.

„კიდევ უფრო გააფთრებული გახდა ბიძინა ივანიშვილი, რამენაირად მთელი შვიდი წლის ნაომარი და ნაბრძოლი წყალში არ ჩაეყაროს, ასე ერთ დღეში და გადაწყვიტა, სასწრაფოდ ნიკა გვარამიას განეიტრალება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ამას გარდა, ზალიკო უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მიერ ბოლო დროს განხორიცლეებულ ქმედებებს საზოგადოება წინ აღუდგეს.

დღის ამბები