08 აპრილი 2020,   03:08
ვრცლად
პუტინი რუსეთში აპატიმრებს ყველას, ვინც მას არ მოსწონს და ივანიშვილი საქართველოში აპატიმრებს ყველას, ვინც მას არ მოსწონს - კორძაია

„პუტინი რუსეთში აპატიმრებს ყველას, ვინც მას არ მოსწონს და ივანიშვილი საქართველოში აპატიმრებს ყველას, ვინც მას არ მოსწონს“, - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ "კურიერთან" საუბრისას გააკეთა.

კორძაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს დევნის. ის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობენ. 

„ის დევნის ბიზნესს, ის დევნის პოლიტიკოსებს, ის დევნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს, რომ მას გაუწიოს წინააღმდეგობა, რაც პრინციპში მისი მარცხის საწინდარია. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც შემსრულებლებიც კი, პროკურატურის სახით არ ჰყავს კვალიფიციური, უბრალოდ ისინი ემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ნებას“, - განაცხადა კორძაიამ.

დღის ამბები