19 იანვარი 2020,   03:57
ვრცლად
ივანიშვილის ინტერესში შედის, რომ არ გაიხსნას სხვა ოპოზიციური, კრიტიკული ტელევიზია - ლევან ბუთხუზი

„ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, აქ სხვა აზრი არ არსებობს“, - ეს განცხადება ბიოლოგმა, "რუსთავი 2-ის" გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანმა, ლევან ბუთხუზმა გააკეთა.

ბუთხუზი ახლა საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობს.

ლევან ბუთხუზი ნიკა გვარამიას უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ბუთხუზი მიმდინარე პროცესს ნიკა გვარამიას მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის დაანონსებას უკავშირებს.

„რა თქმა უნდა, პროკურატურა იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი ამ ვერტიკალში არის მხოლოდ და მხოლოდ, შირმა და ვისაც სჭირდება, ის არის სულ ყველაზე უფრო მაღლა, ჩვენი არაფორმალური მმართველი, რომლის ინტერესში შედის ის, რომ არ გაიხსნას სხვა ოპოზიციური, კრიტიკული ტელევიზია“, - განაცხადა ბუთხუზმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები