21 იანვარი 2020,   21:22
ვრცლად
ნიკა გვარამიას საქმე - სასამართლო სხდომა განახლდა

ნიკა გვარამიას საქმე - სასამართლო სხდომა განახლდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ შესვენება გამოაცხადა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ამ წუთებში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინაროებს.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დღის ამბები