17 ნოემბერი 2019,   11:01
ვრცლად
თელავის რაიონის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო

თელავის რაიონის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო. მაშველებმა ბავშვის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმების თქმით, მოზარდი თითქმის 2 საათის გარდაცვლილი იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც მერის წარმომადგენელი აცხადებს, სოფლიდან საბანაოდ არხზე 3 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ბიჭი უკვე გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები