17 ნოემბერი 2019,   11:16
ვრცლად
ივანიშვილი აუცილებლად ეცდება ამ ყველაფრის ჩანასახშივე მოკვლას - ხარშილაძე ბიზნესმენ ხაზარაძის განცხადებაზე საუბრობს

„ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ეცდება ამ ყველაფრის ჩანასახშივე მოკვლას,“ - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, მამუკა ხაზარაძის მიერ სექტემბრიდან გააქტიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა.

ნოდარ ხარშილაძე ბიზნესმენის მიერ სექტემბრიდან ახალი მოძრაობის დაწყების დაანონსებას, დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ არიან ხაზარაძის გუნდის წევრები და რა მიზნები აქვთ  მათ. ამას გარდა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხაზარაძის მოძრაობას ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუშლის.

„მგონი, აშკარაა, რატომ მივიდა აქამდე საქმე. ანაკლიას ართმევენ, "თიბისი" წაართვეს, დაჭერას უპირებენ, გასაგებია, რომ შეავიწროეს ადამიანი და ისიც მიხვდა, კარგი იქნებოდა, ადრე რომ მიმხვდარიყო. ჯერ ამ ეტაპზე სამოქალაქო მოძრაობაზეა საუბარი, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიის შირმა იქნება, სამოქალაქო მოძრაობას ფორმატი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის, გასაგებია, ძალიან მისასალმებელია ახალი მოთამაშის გამოჩენა, თუმცა, ძალიან ბევრი კითხვა არის, ვინ ეყოლება გუნდში, რა იქნება პროგრამა, რამდენად კონკრეტული იქნება ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილის მიზანი ყოველთვის ის არის, რომ დამოუკიდებელი, განსხვავებული, ძლიერი მოთამაშეები არ არსებობდნენ, ყველაფერს იხმარს ბიძინა ივანიშვილი, რომ თავიდან დისკრედიტაცია გაუკეთოს და დაშალოს ეს ყველაფერი, იყიდოს, აჩხუბოს, ამიტომ ვთქვი, რომ გუნდი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუნდმა თუ შეძლო ერთობის შენარჩუნება, თუ ეს გუნდი იქნა პირველ ეტაპზე, კომპოზიტორი, მაშინ საფრთხე რა თქმა უნდა, უფრო იზრდება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ეცდება ამ ყველაფრის ჩანასახშივე მოკვლას,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დღის ამბები