17 ნოემბერი 2019,   11:02
ვრცლად
იყიდება „რუსთავი2“! - ღია ვაჭრობა დღეიდან გაიხსნა და ერთ კვირაში დაიხურება

იყიდება „რუსთავი2“! - ღია ვაჭრობა დღეიდან გაიხსნა და ერთ კვირაში დაიხურება. ახალი მფლობელი ამ გადაწყვეტილებას, მძიმე ფინანსური მდგომარეობით ხსნის. ხალვაში ამტკიცებს, რომ ტელევიზიას ვალი 70 მილიონ ლარზე მეტია. 

ხალვაში ამტკიცებს, რომ არსებულ სიტუაციაზე 2015 წელს მისი მოთხოვნით გამოყენებულ ყადაღას გავლენა არ ჰქონია. მისი მტკიცებით, „რუსთავი 2-ის“ გაკოტრებამდე მიყვანა ძველი მენეჯმენტის, კონკრეტულად კი, ყოფილი გენერალური დირექტორს პასუხისმგებლობაა.

ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2-ს“ არ გააკოტრებენ, რის გამოც სამაუწყებლო კომპანიას პოტენციურ მყიდველს ათეულობით მილიონიანი დავალიანებით სთავაზობენ. პაატა სალია ფინანსურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ნიკა გვარამიას აკისრებს. მან დააანონსა, რომ გვარამიას წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

პაატა სალიამ დღეს არ დააკონკრეტა, რა უღირს ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2.“ მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ დასახელებულ ერთ კვირაში „რუსთავი 2-ის“ მყიდველი არ გამოჩნდა, ისინი ახალ გეგმას შეიმუშავებენ - როგორ მოიზიდონ ფინანსები არხის ფუნქციონირებისთვის.

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა დღეს არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიის შეძენის მიზნით მოლაპარაკებები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან მიმდინარეობდა. სალია ასევე ვერ ხედავს „რუსთავი 2-ის“ პოტენციურ მყიდველთა შორის ბიძინა ივანიშვილის ინტერესს.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ქიბარ ხალვაშს კომპანიის მყიდველი უკვე ჰყავს და საჯარო აუქციონი ფორმალურად გამოაცხადა.

ნიკა გვარამია პაატა სალიას და ქიბარ ხალვაშის საჯარო ბრალდებებს გამოეხმაურა და მათ მიერ დარღვევებად დასახელებულ ფაქტებს, სიცრუე უწოდა.

ნიკა გვარამიამ განცხადება დაანონსებულ ახალ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

როდის მიმართავს სალია გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს, ჯერ უცნობია. ხალვაშმა კი დროის ათვლა დაიწყო. „რუსთავი 2-ის“ შეძენის მსურველ ბიზნესმენებს ის 19 აგვისტომდე ელოდება.

დღის ამბები