15 ნოემბერი 2019,   06:09
ვრცლად
რომელი გასაუბრებაც არ აინტერესებს, იმ დღეს გასარუჯად დადის - გვრიტიშვილი დოლიძეზე 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ბრალდებას, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, კონკურსის სხდომის თავმჯდომარე პასუხობს. დიმიტრი გვრიტიშვილი ჯანეზაშვილი-დოლიძის ბრალდებას ბრალდებითვე ეხმაურება.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არამოსამართლე წევრებს კანდიდატების მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვთ და მხოლოდ იმ კანდიდატების გასაუბრებას ესწრებიან, რომლებიც მათ ესიმპათიურებათ.

„ფორმალური მისი მონაწილეობა არის, მე თუ მკითხავთ. შერჩევითად უდგება ამა თუ იმ კანდიდატს. რომელიც აინტერესებს იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელზეც არ აინტერესებს დადის სატელევიზიო ეთერებში, დადის შეიძლება გასარუჯად და შემდგომ ამას ამართლებს თითქოს რაღაც  სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ ჩენ, საზოგადოება ხედავს, თქვენც ხედავთ, ვმუშაობთ საათობით, დილიდან დაღამებამდე, ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად და კითხვები არის თანაბარი სირთულის. ისინი კი, არჩევენ კანდიდატებს იმისდა მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით დაუსვამენ შეკითხვებს,“- განაცხადა  გვრიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები