21 აგვისტო 2019,   08:14
ვრცლად
გაუჩინარებული წმინდა სინოდი - საეკლესიო კანონით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, სხდომა წელს არ ჩატარებულა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საპატრიარქოს მმართველებს საეკლესიო კანონის დარღვევაში ამხელს. მეუფე პეტრე ქვეყნის პატრიარქს და მისი ტახტის მოსაყდრეს ახსენებს, რომ სინოდის სხდომის მოწვევა მათი სურვილის შესაბამისად კი არა, საეკლესიო წესის მიხედვით უნდა მოხდეს. წელს სინოდის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. არადა საპატრიარქო ვალდებული იყო მღვდელმთავრების შეკრება რამდენიმე თვით ადრე, გაზაფხულზე გაემართა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ სინოდის სხდომის იგნორირებით ეკლესია მწვავე პრობლემების განხილვას გაურბის.

სინოდის სხდომის ყველა განჩინება საპატრიარქოს ოფიციალურ ვერ გვერდზე ინახება, დოკუმენტის მიხედვით ბოლო 19 წლიანი ისტორიის მანძილზე არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ ილია მეორეს სამდივნოს სინოდის სხდომის მოწვევაზე უარი ეთქვა, წლევანდელ გამონაკლისს სასულიერო პირები პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებენ, ვანისა და ბაღდათის მღვდელმთავარმა "კურიერს" გაუმხილა, რომ სხდომა ჩანიშნული იყო, მაგრამ ილია მეორის ფიზიკური მდგომარეობის გამო გადაიდო. რატომ არ იტვირთა პასუხიმგებლობა პატრიარქის ტახტის ახალგაზრდა მოსაყდრემ, არავინ საუბრობს.

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ სინოდის გაზაფხულის სხდომაზე უარი, ილია მეორეს სამდივნომ კონკრეტული მიზეზის გამო თქვა. მათი განმარტებით ეკლესიის შიგნით სახიფათოდ ბევრი მწვავე პრობლემა დაგროვდა, რაზეც 46 მღვდელმთავარს შორის დიდი დაპირისპირებაა და საუბარი ღიად არ სურთ, მიუხედავად იმისა რომ მათ ამას მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები ავალდებულებს.

დღის ამბები