21 აგვისტო 2019,   08:15
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში - კუნძულ ევიაზე ტყის მასივი იწვის

საგანგებო მდგომარეობა კუნძულ ევიაზე - საბერძნეთში მეხანძრეები ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ადგილზე 300-მდე მაშველია მობილიზებული. ოპცერაციაში ჩართულია ავიაციაც. ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

ევაკუირებულია კუნძულზე მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ დაკვამლიანება საბერძნეთის დედაქალაქშიც შეინიშნება.

დღის ამბები