16 ოქტომბერი 2019,   04:58
ვრცლად
პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ბრალი ოპერის ცნობილ შემსრულებელს 8 მომღერალმა და ერთმა მოცეკვავემ წაუყენეს. მათი თქმით, ესპანელი ტენორის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 80-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს გახდნენ.

78 წლის დომინგო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს. მომხდარის გამო, პლასიდო დომინგოს მონაწილეობით შეერთებულ შტატებში უკვე ორი კონცერტი გადაიდო. ერთი 18 სექტემბერს ფილადელფიაში, მეორე კი 6 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში უნდა გამართულიყო. 

დღის ამბები