16 ოქტომბერი 2019,   05:13
ვრცლად
ყველა, ვინც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში გაისვარა, ესე ცდილობენ ერთად დაჯგუფებას - უგულავა სირაძის დაწინაურებაზე საუბრობს

ვინმე სირაძე სად დაინიშნება, მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ მას ნიშნავს გახარია, რომელიც თვითონ არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე დანაშაულებებში და თვითონ უნდა წავიდეს - ეს განცხადება ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გააკეთა. გიგი უგულავა 20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი პირის, ვაჟა სირაძის დაწინაურებას ეხმაურება. გიგი უგულავა აცხადებს, რომ თანამდებობა თავად გიორგი გახარიამ უნდა დატოვოს. 

„მგლის ხროვას ახასიათებს ისეთი თვისება, რომ რაღაცას რომ ჩაიდენენ, ერთად უნდა იყვნენ, დანაშაულს ახასიათებს ასეთი რაღაც... ყველა ის ადამიანი, ვინც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში გაისვარა, ესე ცდილობენ ერთად დაჯგუფებას. მთავარი ვინმე სირაძე სად დაინიშნება, ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ მას ნიშნავს გახარია, რომელიც თვითონ არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე დანაშაულებებში და თვითონ უნდა წავიდეს. როდესაც დამნაშავე უდგას უწყებას სათავეში, ნებისმიერ დანიშვნა ამას ემსახურება. ანუ, ის არ არის ხალხის საკეთილდღეოდ, წესრიგის დასაცავად, არამედ გარკვეული რეჟიმის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ამიტომ, გახარია უნდა წავიდეს“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ვაჟა სირაძე საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც პარლამენტის წევრი ნიკა მელია შენობიდან გამოაძევა, ხოლო "კურიერის" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ოპერატორი გიორგი კვიწინიძე ასევ კანონის დარღვევით და ძალის გამოყენებით საკანონდებლო ორგანოდან ქუჩაში გამოაძევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები