21 სექტემბერი 2019,   18:09
ვრცლად
დაწინაურებების სერია შსს-ში - პოლიციელი, რომელიც 20 ივნისს აქციის მონაწილეებს კიბიდან ყრიდა, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშნეს

დაწინაურებების სერია შინაგან საქმეთა სამინისტროში - 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედები ახალ თანამდებობზე გადაიყვანეს.

პატრულის მაღალჩინოსანი ალექსანდრე ბირთველიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს კიბიდან ჰყრიდა, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის შეფად დაინიშნა.

"კურიერის" არქივში ინახება კადრები, რომელიც 20 ივნისსა გადაღებული, სადაც ჩანს რომ აქციის მონაწილეებს ბირთველიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ანზორ ჩუბინიძესთან ერთად უსწორდებოდა. 

დააწინაურეს 20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობის ერთ -ერთი მთავარი შემოქმედი ვაჟა სირაძეც, ის საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც პარლამენტის წევრი ნიკა მელია შენობიდან გამოძალვა, ხოლო კურიერის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ოპერატორი გიორგი კვიწინიძე ასევ კანონის დარღვევით და ძალის გამოყენებით საკანონდებლო ორგანოდან ქუჩაში გამოაძევა. 

დღის ამბები