21 აგვისტო 2019,   08:17
ვრცლად
უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დიპლომატებს შეხვდა

უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - შექმნილი ვითარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დიპლომატებთან განიხილეს. 

მინისტრის მოადგილემ, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე. უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს, ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებაზე. ქართული მხარე აპირებს ინტენსიური მუშაობას ყველა მიმართულებით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და დიპლომატიურ კორპუსთან. შედგა სატელეფონო საუბრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, საკითხი დაისმება ინციდენტებისა და პრევენციის და რეაგირების მექანიზმის, ერგნეთის უახლოეს შეხვედრაზე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები