17 ნოემბერი 2019,   21:47
ვრცლად
20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიისა და ცრემლსადენი გაზის ოდენობა - შსს ინფორმაციას მალავს 

გახარიას უწყება 20 ივნისის მოვლენებზე ინფორმაციას მალავს - შსს უარს ამბობს, გაასაჯაროვოს მონაცემები, რა რაოდენობით ტყვია და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სამართალდამცველებმა 20 ივნისის სისხლიან ღამეს.

ინფორმაციას საიდუმლო გრიფი ადევს და უკვე თვეზე მეტია, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კურიერიც და ონლაინ გამოცემებიც, პასუხს უშედეგოდ ელოდებიან. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევის გამო, on. ge გახარიას უწყებას, სასამართლოსი უჩივის. ონლაინ გამოცემის რედაქტორი დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია მედიისთვის 10 დღის ვადაში მიეწოდებინა, თუმცა კანონი დაარღვია და ინფორმაცია დამალა.

Image result for 20 ივნისის დარბევაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ადმინისტრაციული ვადა დაარღვია და არ უპასუხა "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის წერილსაც. სამაუწყებლო კომპანია 20-21 ივნისის დღეებში გახარიას და მისი მოადგილის კახა საბანაძის ხელმოწერილი ბრძანებების ასლებს და ასევე იმ განკარგულებების ასლებს ითხოვდა, რომლის შედეგადაც პარლამენტის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სხვა დანაყოფები გამოიყვანეს. არც გაცემულ ბრძანებებზე და არც გამოყენებულ ტყვიასა და აირზე უწყებას საუბარი არ უნდა.

Related imageმომიტინგეები კი ამბობენ, რომ 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავები ისროდნენ იმდენ ტყვიას და უშვებდნენ იმდენ არის, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ნინო ლომჯარიას თქმით, გასროლილი ტყვიების და გამოყენებული აირის შესახებ ინფორმაცია ნაწილის გასაჯაროებას საკონსულტაციო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე გეგმავს. 

დღის ამბები