22 ნოემბერი 2019,   01:49
ვრცლად
2018 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციები 35%-ით შემცირდა - საქსტატი

2017 წელთან შედარებით 2018 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციები 35 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

მიზეზად უწყება სამ ძირითად ფაქტორს ასახელებს. მათ შორის, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება და უცხოელი ინვესტორების მიმართ სასესხო დავალიანების დაფარვაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა ასევე ის ათი კომპანია დაასახელა, რომლებშიც 2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის არის მაგთიკომი, "აიდიეს ბორჯომი საქართველო" და "ენერგოპროჯორჯია".

„მიზეზები წინა წელთან შედარებით შემცირების ცნობილია. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა, მაგისტრალური გაზსადენის პროექტის მშენებლობის დასრულება. გარდა ამისა, რამდენიმე მსხვილი საწარმო, რომელიც ადრე წარმოადგენდა არა რეზიდენტების საკუთრებას შეიძინეს ჩვენი ქვეყნის რეზიდენტებმა, ანუ პრაქტიკულად გადმოვიდა საქართველოს საკუთრებაში და მესამე მიზეზი გახლავთ მსხვილი კომპანიების გარკვეული ნაწილის მიერ სესხის თანხის შემცირება,“- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები