21 ოქტომბერი 2019,   17:57
ვრცლად
ექმნება თუ არა საფრთხე ანაკლიის პორტის მშენებლობას - კონსორციუმის გენერალური დირექტორი განმარტებებს აკეთებს

ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის“ მიერ კონსორციუმიდან გასვლას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ეხმაურება.

ახვლედიანი ამბობს, რომ კონტი ჯგუფის გასვლა კონსორციუმს კრიტიკულად არ დააზიანებს. ახვლედიანი ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის გასვლის მიზეზებს არ ასახელებს. 

ახვლედიანმა ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში „კონტი ჯგუფს“ პოზიციონირება შესუსტებული ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს პროექტი, ყოველ შემთხვევაში კონსორციუმი. რაც შეხება მიზეზებს, მიზეზებზე მე თავს ვიკავებ და კომპანიის ოფიციალური პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათი გასვლის და ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზების დაფიქსირებას საჯაროდ, ამ ეტაპზე მინიმუმ.

„კონტი“ პასიურ როლში იყო, ისინი არიან სამშენებლო კუთხით ორიენტირებული კომპანია, სამშენებლო-დეველოპერული. ახლა მათი როლი იყო ძალიან შემცირებული და მათი გადაწყევტილება ძალიან კრიტიკული ამ შემთხვევაში არ არის. 70 მილიონი დოლარია ინვესტირებული და მათი მონაწილეობა 70 მილიონიან ინვესტიციაში, რაც დღემდე არის განხორციელებული არის ძალიან მცირე იმისდა მიუხედავად, რომ მათი წილი უფრო დიდია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" დატოვა. მიზეზად პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები სახელდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება.

ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან, 7-ზე შეთანხმება შედგა. დარჩა მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევას ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები