21 ოქტომბერი 2019,   17:52
ვრცლად
ნეგატიური შედეგი მივიღეთ მთავრობის არათანმიმდევრული განცხადებებით - ლევან კობერიძე ანაკლიის პორტზე 

„ეს არის ერთ-ერთი შედეგი მთავრობის მხრიდან იმ არაგონივრული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების და ქმედებების, რომელსაც მთელი ეს პერიოდი ის ახორციელებს,“- ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ ანაკლიის კონსორციუმიდან ამერიკული კომპანიის გასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ხელისუფლების არათანმიმდევრული ქმედებების გამო აღმოჩნდა.

„ეს არის ერთ-ერთი შედეგი მთავრობის მხრიდან იმ არაგონივრული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების და ქმედებების, რომელსაც მთელი ეს პერიოდი ის ახორციელებს ანაკლიის პორტთან, მის მმართველობაში მყოფ პიროვნებებთან, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებაში. საერთოდ, არის რაღაც ჩამოუყალიბებელი პოზიცია, თითქოს თან მზად არიან, რომ აუცილებლად აშენდეს. იქნება მზად, აბა რა იქნება, კონსტიტუციაში გვიწერია რეალურად ამ პორტის შესახებ და მთავრობამ, რომ თქვას, რომ არ ვართ მზად რომ დავეხმაროთო, ანტიკონსტიტუციური იქნება მათი განცხადებები და ამაზე ჩვენ მოვთხოვთ პასუხს პარლამენტი. მათი აი, ამ არათანმიმდევრული განცხადებების ის ნეგატიური შედეგია რაც ახლა ჩვენ მივიღეთ,“- განაცხადა კობერიძემ.

ანაკლიის კონსორციუმი ამერიკელმა ინვესტორებმა დატოვეს. „კონტი ჯგუფი“  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი იყო, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის აქციების 42% ფლობდა. ამის მიზეზად კი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასახელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები