09 აპრილი 2020,   22:39
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ყანდაურაში - 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი პოლიციელებს ბრალდებულის ცემაში ადანაშაულებს 

თელავის რაიონული სასამართლო ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებით განხილვას აგრძელებს სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. რის შემდეგაც, ომარ გამყრელიძე უფროსმა სამართალდამცავების მხრიდან საგარეჯოს პოლიციაში მასზე განხორციელებული ცემის ფაქტის გამოძიება ითხოვა და განაცხადა, რომ მას ნეკნი გაუტეხეს.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდების მხარეს, გამყრელიძის სამედიცინო ექსპერტიზის წარდგენა მოსთხოვა. პროკურორის განმარტებით, განცხადებაზე გამოძიება დაწყებულია.

გამყრელიძეების ადვოკატის ინფორმაციით კი პროკურატურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ვერ წარმოადგენს. რადგან, მისივე თქმით, ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულა. გამყრელიძეების გაერთიანებული საქმის განხილვა, 22 აგვისტოს, 16 საათზე განახლდება.

დღის ამბები