09 აპრილი 2020,   22:27
ვრცლად
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს საცხოვრებლის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს - მოსახლეობამ საკუთარი სახლების დემონტაჟი დაიწყო

გუგუტიანთკარელებს, რომელთა სახლებიც ახალი ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა გააკეთა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა. ნინო ლომჯარიას თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული კონსტრუქციებისა და მავთლხლართების მიღმა, ორი ოჯახი ექცევა. 

ოჯახები საკუთარი სახლის დემონტაჟს საკუთარი ხელით ახდენენ. 

ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს, რომლებსაც იძულების წესით უწევთ სოფლიდან წასვლა, დახმარება აღმოუჩინოს. 

„ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს დემონტაჟს, უთხრეს, რომ 3 დღეში უნდა დაცალოს, რადგან შესვლა მერე შეუძლებელი იქნება... ჩემი მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ზარალდებიან აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება“, - ამბობს ლომჯარია.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

დღის ამბები