09 აპრილი 2020,   21:10
ვრცლად
გუგუტიათკარში ხვალ დიპლომატები ჩავლენ - კონსტანტინიდი

ვითარება გუგუტიანთკარში და ახალი ე.წ. საზღვარი - რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორია კიდევ ერთხელ მიიტაცეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება, უწყებას ინტენსიური კონტაქტი აქვს დიპლომატიურ კორპუსთან. 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გუგუტიანთკარში ხვალ, 16 აგვისტოს დიპლომატებთან ერთად ჩავლენ და შექმნილ მდგომარეობას გაეცნობიან. 

მისივე თქმით, მუდმივი კონტაქტი აქვს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და აქტიური კომუნიკაცია აქვს უცხოელ პარტნიორებთან.

გუგუტიანთკარში, რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, საკუთარი სახლის დატოვება ორ ოჯახს უწევს. მათ ტერიტორიის დასატოვებლად ოკუპანტებმა, სამდღიანი ვადა მისცეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები