09 აპრილი 2020,   22:10
ვრცლად
უვადო მოსამართლეებთან ერთთვიანი ხმაურიანი გასაუბრებების პროცესი დასრულებულია - კენჭისყრა აგვისტოს ბოლოს გაიმართება 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ერთთვიანი ხმაურიანი პროცესი დასრულებულია. საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, ერთმანეთს ისევ მწვავე დაპირისპირებით და კამათით დაშორდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების რამდენიმეკვირიანი ხმაურიანი პროცესი საბჭოში დღეს დასრულდა. კოლეგებს შორის ჩხუბის გარეშე არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია.

საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ შესარჩევი კონკურსი უბრალოდ ფორმალობა იყო და კანდიდატების ბედი სასამართლოს გავლენიან კლანს უკვე გადაწყვეტილი აქვს.

ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს პროცესის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ბრალს სდებენ მოსამართლე კოლეგები. თუმცა მიაჩნიათ, რომ კონკურსი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ შედგა და ღირსეულ კანდიდატებსაც შეარჩევენ.

20 კანდიდატს იუსტიციის საბჭო პარლამენტისთვის, აგვისტოს ბოლოს, ფარული კენჭისყრით შეარჩევს. საშემოდგომო სესიაზე გაირკვევა, გაიზიარებს თუ არა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების მეორე მცდელობა პირველი სკანდალური სიის ბედს, თუ ქვეყნის მთავარ სასამართლოს ახალი უვადო მოსამართლეები ეყოლება.

დღის ამბები